სოფელ თვალადში ახალი სკოლის მშენებლობა მალე დასრულდება

სოფელ თვალადში თანამედროვე სტანდარტების მქონე საჯარო სკოლის ორსართულიანი კორპუსის მშენებლობა მალე დასრულდება.
კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სკოლას კეთილმოწყობილი საკლასო ოთახების გარდა, სპორტული დარბაზი და მინისპორტული მოედანიც ექნება. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალური გათბობითა და დამოუკიდებელი წყალმომარაგებით.
საჯარო სკოლის მშენებლობას შპს ,,საბა კონტრაქშენი” აწარმოებს და მასზე 2 442 987 ლარი იხარჯება.
120 ბავშვი და 21 პედაგოგი ახალ, 2017 – 2018 სასწავლო წელს კეთილმოწყობილ სკოლაში იზეიმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები