„ჩვენი გუნდი შეეცდება, უამრავი ჟურნალისტის იმედი გაამართლოს“

ჟურნალისტი მარინა თექთუმანიძე, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირის რიგგარეშე ყრილობის შემდეგ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
„ჩემო საყვარელო ხალხო! დილიდან ვიღებ მილოცვებს და ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ ასეთი კარგები, კეთილშობილები, თბილები. უღრმესი მადლობა ყველას ამხელა სითბოსთვის!
მინდა იცოდეთ, რომ ეს გამარჯვება, საერთო გამარჯვება არ შედგებოდა, რომ არა ჩემი მარინა გიგინეიშვილის – ამ უნიჭიერესი და ენერგიული ჟურნალისტის, ჩემი უნიჭიერესი პოეტის და ასეთივე ჟურნალისტის, მთვარისა კერესელიძის, ჩემი ულამაზესი და უნიჭიერესი თამთა ბერიაშვილის, ჩემი შესანიშნავი გუბაზ მეგრელიძის, ჩვენი შესანიშნავი გამგეობის და მისი წევრების უდიდესი მონდომება, მუხლჩაუხრელი შრომა და ერთმანეთის გვერდში დგომა, რომ არა გუშინ დელეგატი ჟურნალისტების უპრეცედენტო მხარდაჭერა.
ეს ყველა ჩვენგანის გამარჯვებაა!
ჩვენი გუნდი შეეცდება, გაამართლოს უამრავი ჟურნალისტის იმედი.
გმადლობთ და მინდა იცოდეთ, ყველას გაქვთ ადგილი ჩემს გულში!“ – აღნიშნავს მარინა თექთუმანიძე.
ცნობისათვის: საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. ყრილობამ თანათავმჯდომარეებად მარინა თექთუმანიძე და მარინა გიგინეიშვილი აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები