გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუიჟნიეკსს შეხვდა

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუიჟნიეკსს შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა ადამიანის უფლებათა კომისართან ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ეროვნული უმცირესობების საკითხებს, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, სასამართლოს რეფორმას და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა სოფლებში არსებულ სიტუაციას ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები