რუსთავში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებულ ქვის სათლელ საამქროში გაჩენილ ხანძარს, ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ის სახელოსნოში დარაჯად მუშაობდა.
საამქროს ტერიტორიაზე დამწვარია ყველა ნაგებობა. ადგილობრივთა განცხადებით, მამაკაცს ეძინა და ხანძრის დროს წარმოქმნილი კვამლით გაიგუდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.