ბერა ივანიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას პასუხობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი, მომღერალი ბერა ივანიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას პასუხობს. როგორც ივანიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მისი მოთხოვნით 9 პოლიციელი თანამდებობიდან   გაათავისუფლეს, სიცრუეა.
“მოგესალმებით ყველას, მინდა პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს მხოლოდ ერთი კატეგორიის ხალხი კადრულობს… მომხდართან არც მე და არცერთ ჩემს ახლობელს არანაირი კავშირი არ გვაქვს. მუდამ თქვენი ბერა”, – წერს მუსიკოსი.
“ნაციონალურ მოძრაობის” წევრები ბიძინა ივანიშვილის შვილს პოლიციელების ღირსების შელახვაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ბერა ივანიშვილის მოთხოვნით, პოლიციის 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები