თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელად ნინო თოლორდავა დაინიშნა
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად ჟურნალისტი ნინო თოლორდავა დაინიშნა. როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თოლორდავა მის მოვალეობებს უკვე ერთი კვირაა ასრულებს. თოლორდავამ აღნიშნულ პოსტზე თამარ გორთამაშვილი ჩაანაცვლა.
ნინო თოლორდავამ თავდაცვის სამინისტროში მუშაობა იანვარში დაიწყო, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, მანამდე ის “მაესტროს” წამყვანი იყო.