საფრანგეთის შს მინისტრი: პარიზში პოლიციელებს და ორლის აეროპორტში სამხედროებს ერთი და იგივე პირი დაესხა თავს
საფრანგეთის შს მინისტრმა ბრუნო ლე რუმ განაცხადა, რომ პირი, რომელმაც პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და რომელიც ორლის აეროპორტში სამხედროებს თავს დაესხა, ერთი და იგივე ადამიანია. ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFM TV იუწყება. მინისტრია ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბოროტმოქმედმა პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციელებს ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც მათ მანქანა შემოწმების მიზნით გააჩერეს. შემდეგ ის მიიმალა, ხოლო საათნახევრის შემდეგ ორლის აეროპორტში სამხედრო პატრულს თავს დაესხა.
სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და დამნაშავე მოკლეს. ამის შემდეგ პოლიციამ დამნაშავის თანამზრახველების პოვნის მიზნით სპეცოპერაცია ჩაატარა.
აეროპორტიდან მომსახურე პერსონალი და მგზავრები ევაკუირებულები იყვნენ. ორლის აეროპორტი ამჟამად არ ფუნქციონირებს.