თეა წულუკიანს გოგო შეეძინა
იუსტიციის მინისტრი დედა გახდა. თეა წულუკიანს გოგო შეეძინა, ბავშვს მარიამი დაარქვეს.
იუსტიციის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაშია. უწყებას მომდევნო 2 თვის განმავლობაში მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უხელმძღვანელებს.
თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულიაა, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებდა.