ბათუმში, ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა. ისინი შუახევის რაიონიდან არიან. მათი ინფორმაციით, ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. შეჭრილებს შორის იყვნენ, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის მცოვრებლებიც. ისინი ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები და უსახლკაროები არიან, რის გამოც ქირას ვეღარ იხდიან.
ადგილზე აჭარის მთავრობის წევრებიც მივიდნენ. როგორც აჭარის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ შენობას ბენეფიციარები უკვე ჰყავს. მთავრობის წევრები შეჭრილებს მათი მდგომარეობის შესწავლასა და დახმარებას დაჰპირდნენ. შენობაში სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებული.
შენობა 9-სართულიანია და შიდა სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, შეჭრილებმა შენობა დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები