აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩინეთში ჩავიდა. ეს აღმოსავლეთ აზიაში მისი ტურნეს ბოლო ქვეყანაა. ტილერსონი რეგიონის სახელმწიფოებში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საკითხებს განიხილავდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სეულში ყოფნის დროს, ტილერსონმა განაცხადა, რომ თუ ფხენიანი სამხრეთ კორეის უსაფრთხოებას და მის ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ ობიექტებს დაემუქრება, ის სათანადო პასუხს მიღებს. სახელმწიფო მდივანმა სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ფხენიანი ძალიან ცუდად იქცევა, ხოლო ჩინეთი ძალიან ცოტა რამეს აკეთებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.
ვაშინგტონი ცდილობს, დაარწმუნოს პეკინი, რომ მან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები