მონრეალის თავზე ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა – ერთი ადამიანი დაიღუპა

კანადის ქალაქ მონრეალის თავზე ერთმანეთს მცირე ზომის ორი თვითმფრინავი შეეჯახა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ერთ-ერთი თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა.
ინციდენტის დროს კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი მეორე თვითმფრინავის პილოტია. ჭრილობა ქუჩაში მოსიარულე ორმა ადამიანმაც მიიღო. ცაში შეჯახების შემდეგ ერთი თვითმფრინავი სავაჭრო შენობის სახურავზე დაეცა, ხოლო მეორე – ავტოსადგომზე.
თვითმფრინავები საავიაციო აკადემიას ეკუთვნოდა. მათი შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები