ფოთში წყალმა დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამორიყა

ფოთში მდინარეების კაპარჭისა და შავღელის ნაპირებზე წყალმა დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამორიყა.

მეთევზეებისთვის მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა, დაუდგენელი დაავადებით ან საწამლავით იყოს გამოწვეული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურმა ჯგუფმა წყლისა და თევზის სინჯები უკვე აიღო. უწყების ცნობით, მომხდარის მიზეზი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები