კობში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კობში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხოელი მოთხილამურეა, რომელიც რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა.
ზვავის ჩამოწოლის ფაქტს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადასტურებს. რაც შეეხება ინფორმაციას ერთი გარდაცვლილისა და დაშავებულების შესახებ, როგორც გივი ქირიკაშვილმა აღნიშნა, ის ამ წუთებში მიემგზავრება კობში და დეტალებს ადგილზე გაარკვევს.
“კვირა” ინფორმაციის დასაზუსტებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები