თურქმა ჰაკერებმა ტვიტერში „ბი ბი სის“, “იუნისეფის” და Amnesty International-ის გვერდები გატეხეს
თურქმა ჰაკერებმა „ბი ბი სის“, იუნისეფის და Amnesty International-ის ტვიტერის გვერდები გატეხეს. მიკრობლოგებში გაჩნდა შემდეგი შინაარსის პოსტები – ნაცისტური გერმანია და ნაცისტური ჰოლანდია. ასევე თურქეთის დროშის ფოტო.
მიკრობლოგის სერვერების ადმინისტრაციამ ჰაკერული შეტევა დაადასტურა და განაცხადა, რომ ის ბლოკირებულია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა ჟურნალ „ფორბსის“ და რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდების გატეხვაც სცადეს.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში ანკარასა და ამსტერდამს შორის ურთიერთობები გამწვავდა. ჰოლანდიის ხელისუფლებამ თურქ მაღალჩინოსნებს როტერდამში ჩასვლის და მიტინგში მონაწილეობის მიღებაზე უარი უთხრეს. ამის საპასუხოდ თურქეთი ჰოლანდიას სანქციებით დაემუქრა.