ნიდერლანდებში დღეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

ნიდერლანდებში დღეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს მოქალაქეების ნაციონალისტური განწყობების შემოწმება იქნება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
150-ადგილიან პარლამენტში სადეპუტატო მანდატებისთვის 28 პარტია და პოლიტიკური გაერთიანება იბრძოლებს. ამასთანავე, ძირითადი ბრძოლა ორ პოლიტიკურ ძალას – „თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტიასა“ და ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიას“ შორის გაიმართება.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, საარჩევნო კამპანიის დროს ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობდა, თუმცა უმნიშვნელოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები