უკრაინის ექს-პრეზიდენტის საქმე სასამართლოს გადაეცა, მას სახელმწიფოს ღალატი ედება ბრალად

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის საქმე სასამართლოს გადაეცა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განაცხადა.
„დღეს, 14 მარტს, გენერალური პროკურატურის და  სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლებმა ეს საქმე სასამართლოს გადავეცით”, – განაცხადა ლუცენკომ.
მისი თქმით, იანუკოვიჩის სასამართლო დაუსწრებლად ჩატარდება. ის ამჟამად რუსეთში იმყოფება.
იანუკოვიჩს სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები