თურქეთის სანაპიროსთან 18 სირიელი ლტოლვილი გადაარჩინეს

თურქეთის ქალაქ კუშადასის მახლობლად სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა 18 სირიელი ლტოლვილი გადაარჩინეს. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
მიგრანტებით დატვირთულ ნავში 8 ბავშვი იმყოფებოდა. ისინი ადგილობრივ ჟანდარმერიაში გადაიყვანეს.
ლტოლვილები ნავით ბერძნულ კუნძულ სამოსამდე ჩასვლას ცდილობდნენ, მაგრამ ნავს ძრავი გაუფუჭდა და მათ სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები