აზერბაიჯანში ნავთობის წარმოება 7,3%-ით შემცირდა
აზერბაიჯანში 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობის წარმოება წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,3%-ით შემცირდა. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება.
ამასთანავე გაიზარდა გაზის მოპოვება – დაახლოებით 5,3%-ით.
საერთო ჯამში სამრეწველო წარმოების კლებამ იანვარ-თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანში 3,7% შეადგინა.
ამ პერიოდში წარმოების 71,8 % მოპოვების სფეროზე მოდის, ხოლო 22,5% – გადამამუშავებელ მრეწველობაზე. დანარჩენი კი კომუნალურ სფეროზე, წყალმომარაგებაზე და ნარჩენების გადამუშავებაზე მოდის.