სომალის სანაპიროსთან მეკობრეებმა გემი გაიტაცეს
სომალის სანაპიროსთან მეკობრეებმა შრი-ლანკის სატვირთო გემი გაიტაცეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ეს ფაქტი სომალის მახლობლად პირველად დაფიქსირდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
როგორც სომალის ხელისუფლება იუწყება, გემი 20-მდე მეკობრისგან შემდგარმა ჯგუფმა გაიტაცა და სანაპიროსკენ წაიყვანა.
ევროკავშირის ძალების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ რეგიონში მეკობრეების წინააღმდეგ რეიდებს ატარებენ, განაცხადეს, რომ სიტუაციაში გარკვევას ცდილობენ.