ერდოღანი მერკელს: თქვენ მხარს უჭერთ ტერორისტებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია  “Haber Turk”-ს განუცხადა.
თურქეთის ლიდერის განცხადებით, ბერლინს დღემდე არ წარუდგენია ანკარისთვის ექსტრემისტთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც გერმანიის ტერიტორიაზე იმყოფებიან. საუბარია 4 500 ადამიანზე.
„ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს  უჭერთ მხარს“, – განაცხადა ერდოღანმა.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან ზაიბერტის თქმით, ერდოღანის ბრალდებები აბსურდულია.
„კანცლერი პროვოკაციულ თამაშში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ბრალდებები უდავოდ აბსურდულია“, – განაცხადა ზაიბერტმა.
რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ხელისუფლებამ ადგილობრივ თურქულ სათვისტომოს მიტინგის ჩატარება აუკრძალა. ამის მიზეზი სტამბოლში გერმანულ გამოცემა “Die Welt”-ის ჟურნალისტის, დენიზ იუჯელის დაკავება სახელდება. ერდოღანმა იუჯელს გერმანიის ჯაშუში უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები