შოტლანდია დიდი ბრიტანეთიდან გასვლის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს

 შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტს მიმართავს, რათა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმი ჩატარდეს.
ეს საკითხი ევროკავშირიდან შოტლანდიის გასვლის შემდეგ გახდა აქტუალური. კანონის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეტანილ განცხადებამდე სტერჯენმა შოტლანდიის პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს.
შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, მას რეფერენდუმის ჩატარება 2018 -2019 წლებში სურს.
2014 წლის სექტემბერში შოტლანდიაში უკვე ჩატარდა რეფერენდუმი დიდი ბრიტანეთიდან გასვლის საკითხზე. მაშინ კენჭისყრაში მონაწილე 55,3%-მა გაერთიანებული სამეფოდან გასვლას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები