ბერლინის აეროპორტებში გაფიცვის გამო 660 რეისი გადაიდო

 ბერლინის ორ აეროპორტში გაფიცვის გამო 660 ავიარეისი გაუქმდა. გაფიცვა სამშაბათამდე, დღის ბოლომდე გაგრძელდება. აეროპორტების ცნობათა ბიუროს ინფორმაციით, ტეგელის აეროპორტში 465, ხოლო შენეფილდის აეროპორტში 195 ავიარეისი გაუქმდა.
​აეროპორტის პროფკავშირი აეროპორტის მომსახურე პერსონალის ხელფასების გაზრდას მოითხოვს. გაფიცვის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი ხელფასი საათში 11 ევროს შეადგენს, ხოლო ისინი 12 ევროს ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები