სომალიში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მოხდა, ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს.
სომალიში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „აშ-შაბაბი” მოქმედებს, რომელიც „ალ ქაიდასთან“ არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები