რუსეთი სომხეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში თავისი ჯარების საბრძოლო მზადყოფნას ამოწმებს

რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება მიმდინარეობს. საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაში ოკუპირებულ აფხაზეთში და სომხეთში დისლოცირებული ნაწილებიც მონაწილეობენ.
საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაში 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 1,5 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, ასევე, 20-მდე შტაბი და სამხედრო მეთაურობა მონაწილეობს.
ამ ქვედანაყოფებში დღეს განგაში გამოცხადდა და ისინი პოლიგონებზე გადაისროლეს. დაგეგმილია საბრძოლო სროლების ჩატარება, ასევე, გაიმართება საბრძოლო და სპეციალურ მომზადებაში ვარჯიში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები