ერდოღანი ნიდერლანდებს ბანანის რესპუბლიკას უწოდებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰოლანდიას ბანანის რესპუბლიკა უწოდა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. ასე შეაფასა ერდოღანმა ანკარასა და ამსტერდამს შორის აგორებული დიპლომატიური სკანდალი. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„ნიდერლანდები მოქმედებს, როგორც ბანანის რესპუბლიკა. და ევროპამ რა, რამე უკმაყოფილება გამოთქვა? ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ერთმანეთს კბენენ“, – განაცხადა ერდოღანმა ქოჯაელის პროვინციაში სიტყვით გამოსვლისას. თურქეთის პრეზიდენტმა ევროპის და სხვა რეგიონების ქვეყნებს ნიდერლანდების წინააღმდეგ სანქციების შემოღება მოითხოვა.
დიპლომატიური სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც 2 დღის წინ ნიდერლანდების ხელისუფლებამ როტერდამში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს თვითმფრინავის დაშვებაზე უარი უთხრა.
თურქეთის ხელისუფლება ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც თურქები ცხოვრობენ, მიტინგების ჩატარებას გეგმავდნენ, რათა ამ ადამიანებისგან ახალი კონსტიტუციის საკითხზე რეფერენდუმზე მხარდაჭერა მოეპოვებინათ. გერმანიის, ავსტრიისა და ნიდერლანდების ხელისუფლებამ ამ მიტინგების ჩატარება აკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები