დამასკოში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერს“ სირიის  ადამიანის უფლებათა ცენტრში აცნობეს. ​
დაღუპულთა უმეტესობა ერაყელი შიიტები იყვნენ, რომლებიც დამასკოს ისტორიულ ადგილას სიწმინდეების სანახავად იყვნენ მისულები.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. რადიოსადგურ „ალ მანარის“ ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები