არგენტინაში როკკონცერტის დროს ჭყლეტაში ორი ადამიანი დაიღუპა
არგენტინაში როკკონცერტის დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქალაქ ოლავარიაში მოხდა.
კონცერტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მას 250 ათასი ადამიანი ესწრებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მაყურებელთა დიდი რაოდენობის გამო, სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.
ქალაქ ოლავარიაში 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ანუ ბევრად ნაკლები, ვიდრე კონცერტს ესწრებოდა.