გაეროს ინფორმაციით, 2016 წელს სირიაში რეკორდულად ბევრი ბავშვი დაიღუპა

2016 წელს სირიაში კონფლიქტის დროს რეკორდულად ბევრი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდი იუწყება. ფონდის ინფორმაციით, სირიაში წლის განმავლობაში, 650 ბავშვი დაიღუპა, მათ შორის
დიდი ნაწილი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების არარსებობის გამო.

გარდა ამისა, ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სულ მცირე 850 ბავშვი შეიარაღებული დაჯგუფებების მხარეს იბრძოდა, რაც წინა წელთან შედარებით, ორჯერ მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები