ეთიოპიაში ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩამოშლას 15 ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა ეთიოპიის დედაქალაქის, ადის-აბებას ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე ნაგავსაყრელზე გამოუსადეგარი ნარჩენების ჩამოშლის შედეგად, – აღნიშნულ ინფორმაციას ეთიოპიის ოფიციალური პირები ავრცელებენ. მათივე განცხადებით, ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ადის-აბებას გარეუბანში არსებულ ნაგავსაყრელს უკვე 50 წელია, რაც გამოუსადეგარი ნარჩენების დასაგროვებლად იყენებენ, თუმცა ამ ადგილას, კუსტარულად აშენებულ სახლებში, 150-მდე ადამიანი ცხოვრობდა. ტონობით ჩამოშლილმა ნაგვის გროვამ ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები