მომღერალი ჯონი სლეჯი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

მუსიკალური ჯგუფის, Sister Sledge-ს ერთ-ერთი წევრი ჯონი სლეჯი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვლილი მომღერალი მისმა მეგობარმა არიზონაში, სლეჯის სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვა.
BBC-ის ცნობით, პოპვარსკვლავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებდა. მომღერლის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. არსებული ინფორმაციით, Sister Sledge-ს ერთ კვირის შემდეგ ლოს-ანჯელესში კონცერტი უნდა გაემართა.
მუსიკალურ ჯგუფს საზოგადოება ყველაზე მეტად მისი 2 ჰიტით- We Are Family და He’s the Greatest Dancer- იცნობდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები