შეწყალებულმა ოკსანა სევასტიდიმ მოსკოვის საპყრობილე დატოვა

სოჭელმა ოკსანა სევასტიდიმ, რომელიც სასჯელს 2008 წლის აგვისტოში რუსეთში მძიმე შეიარაღების გადაადგილების შესახებ ქართველისთვის SMS–ის გაგზავნის გამო იხდიდა, რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მან საპყრობილე დღეს დატოვა.
სევასტიდი დაახლოებით ერთი წლის წინ დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში თავის ნაცნობს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა აფხაზეთის მიმართულებით ტანკების გადაადგილების შესახებ.
დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე „საკმარისად მკაცრი“ უწოდა სევასტიდისათვის დაწესებულ სასჯელს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დეტალურად არ იცნობს ამ საქმეს.
სევასტიდის შეწყალების განკარგულებას პუტინმა ხელი 7 მარტს მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები