ბათუმში დაკავებული 6 პირი გათავისუფლებულია

შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა გაითვალისწინა და ბათუმში დაკავებული 6 პირი გაათავიუსფლა. ამის შესახებ გიორგი მრებრიშვილმა ჟურნალისტებთან ბათუმში გამგზავრებამდე განაცხადა.
“მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავანთავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგებიან. ის რაც ახლა ბათუმში ხდება, ეს არის ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროვოკაციული მოქმედებები, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას, სამართალდამცავთა მუშაობას.”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები