გიორგი მღებრიშვილი: თუ საჭირო გახდა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული და საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბათუმში შექმნილი ვითარების განსამუხტად, თუ საჭირო გახდა, დამატებითი ძალებიც იქნება მობილიზებული. ამის შესახებ გიორგი მრებრიშვილმა ჟურნალისტებთან, ბათუმში გამგზავებამდე განაცხადა.
“თუ საჭირო გახდა, დამატებითი ძალებიც იქნება მობილიზებული და საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული. მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. მივემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქ შეკრებილები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეება სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და პოლიციის მანქანა ამოატრიალეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
თავდაპირველად, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მოგვიანებით აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები