გიორგი მღებრიშვილი: ყველა ის პირი, ვინც თავს კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესად იქნება დასჯილი​

ყველა ის პირი, თავს ვინც კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესად იქნება დასჯილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
​როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაკავებული 6 პირი მან უკვე გაანთავისუფლა, თუმცა მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა.
​​მე მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავერკვე ვითარებაში. მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავანთავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგებიან. ის რაც ახლა ბათუმში ხდება, ეს არის ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროვოკაციული მოქმედებები, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას, სამართალდამცავთა მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავანთავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგებიან. ყველა ის პირი, ვინც თავს კანონზე მაღლა აყენებს დაისჯება. ჩვენ ყველანი კანონის წინაშე თანასწორნი ვართ და ყველანი ერთნაირად ვაგებთ პასუხს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
​შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი ბათუმში მიემგზავრება და იქ შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები