ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში „ბოევიკები“ სამხედრო-საჰაერო ბაზას თავს დაესხნენ

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტერორისტები სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზას  დაესხნენ თავს. შემთხვევა ჰოსტის პროვინციაში, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები სამნი იყვნენ. ერთი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს, ხოლო ორ დარჩენილთან ორმხრივი სროლა ამ დრომდე გრძელდება.
„როიტერი“ იუწყება, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, როგორც წესი, საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში უფრო ინტენსიური ხდება.
ავღანეთის ხელისუფლება ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 60 პროცენტს აკონტროლებს, თუმცა რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ მეტი ტერიტორიის დაპყრობას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები