ასადი ტრამპთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავს

ოფიციალური დამასკო მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიდგომებს ტერორიზმთან ბრძოლის მიმართ, მაგრამ პრაქტიკული თანამშრომლობის შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავს. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ჩინური ტელეკომპანია Phoenix TV-ის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„აშშ-სა და სირიას შორის ოფიციალურ დონეზე კავშირი არ არსებობს. მათი რეიდები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დამასკოსთან შეთანხმებული არ არის, შესაბამისად უკანონოა“, – განაცხადა ასადმა.
მან ასევე დაამატა, რომ თეორიულად სირია იზიარებს იმ ამოცანებს, რაც ამერიკულმა ადმინისტრაციამ დასახა, მაგრამ თანამშრომლობისთვის კონკრეტულ შესაძლებლობას ასადი ვერ ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები