აფეთქებებს დამასკოში 40 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა სირიის დედაქალაქ დამასკოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. „როიტერის“ ინფორმაციით, დაჭრილია ათობით ადამიანი.
ტერორისტული შეტევა დამასკოს ძველ ქალაქში განხორციელდა. აფეთქების ადგილის სიახლოვეს ავტობუსი მოძრაობდა, რომელსაც შიიტი მომლოცველები გადაჰყავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები