ტერაქტის საფრთხის გამო, გერმანიის ქალაქ ესენში სავაჭრო ცენტრი დაიხურა

გერმანიის პოლიციამ ქალაქ ესენში, ტერაქტის საფრთხის გამო, სავაჭრო ცენტრი დახურა. ამის შესახებ გამოცემა “Der Spiegel” იუწყება.
დახურულია სავაჭრო ცენტრები, ავტოსადგომი და მეტროს შესასვლელი. „არის კონკრეტული ინფორმაცია, რომ სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა მზადდებოდა“, – განუცხადეს “Der Spiegel”-ს გერმანიის პოლიციაში.
ამ დროისთვის პოლიცია სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები