ავიაკომპანია S7 Airlines ნოვოსიბირსკი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს

რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-ი ნოვოსიბირსკი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს. რეგულარული რეისები 29 აპრილიდან, კვირაში ერთხელ შესრულდება.
ნოვოსიბირსკი-თბილისის მარშრუტზე თვითმფრინავი Airbus A320 შაბათობით იფრენს.

“საქართველო რუს ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ამჟამად S7 Airlines-ს ავიარეისებს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ასრულებს.
ახლა საქართველოში ჩასვლა ნოვოსიბირსკიდან და ამ რეგიონიდან გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა S7 Group-ის კომერციულმა დირექტორმა, იგორ ვერეტენნიკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები