ვიტალი ჩურკინის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

აშშ-ის ხელისუფლებაში ინფორმირებულმა წყარომ სააგენტო „ასოშიეტედ პრესს“ აცნობა, რომ გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გულის შეტევით გარდაიცვალა და არანაირ კრიმინალს ადგილი არ ჰქონია. ეს ინფორმაცია სააგენტოს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. ოფიციალურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ინფორმაციის გავრცელება აკრძალა, ვინაიდან ამას საერთაშორისო შეთანხმებები ითვალისწინებს. ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეთანხმება.
გამოცემა “Mirror”-ი კი ჩურკინის გარდაცვალების დეტალებს აქვეყნებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჩურკინს გულის შეტევა 20 თებერვალს, დილის 9.30 სთ-ზე დაემართა. ის ნიუ-იორკის საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმებმა დიპლომატს ხელოვნური სუნთქვის პროცედურები და გულის მასაჟი ჩაუტარეს, მაგრამ ჩურკინის გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები