გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში 20 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო დღეს ყველა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საზღვარზე იმყოფება, 1045 წლის შემდეგ. ოთხ ქვეყანაში – იემენში, სამხრეთ სუდანში, სომალისა და ნიგერიაში 20 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება.
როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, სტივენ ო’ბრაიენმა განაცხადა, თუ შესაბამისი ორგანიზაციები სასწრაფო ზომებს არ მიიღებენ, კატასტროფა გარდაუვალია.
მისი თქმით, თუ ზაფხულამდე ამ ქვეყნებში 4,4, მილიარდი დოლარის დახმარება არ გაიგზავნება, ადამიანები აქ უბრალოდ, შიმშილით დაიხოცებიან.
იემენში, სომალიში, სამხრეთ სუდანსა და ნიგერიაში ჰუმანიტარული სიტუაცია იქ არსებული შეიარაღებული კონფლიქტების გამო გართულდა. შიმშილის პირას მყოფი ადამიანების ნახევარი – 10 მილიონი, იემენში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები