აშშ-ში სპირტით დატვირთულ მატარებელზე ხანძარი გაჩნდა

აშშ-ში ეტანოლის სპირტით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და მას ცეცხლი მოეკიდა. ინციდენტი აიოვას შტატში მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ახლომდებარე რაიონების მოსახლეობა ევაკუირებულია.
მატარებელი 100 ცისტერნისგან შედგებოდა. რელსებიდან 27 ვაგონი გადავიდა. თითოეულში 95 ათასი ლიტრი სპირტი იყო.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამ ტიპის ვაგონ-ცისტერნას უკვე დიდი ხანია ექსპერტები აკრიტიკებენ, ვინაიდან ის უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები