ადვოკატი: ჩემი და დეკანოზ გიორგი მამალაძის საერთო პოზიციაა, რომ პროკურატურის ხელთ არსებული აუდიო-ვიდეო მასალა სრულად გასაჯაროვდეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძემ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ინახულა. როგორც ადვოკატმა  შეხვედრის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხესთან  განაცხადა, როგორც თავად, ასევე მისი კლიენტი თანახმაა, რომ  ბრალდებულის ჩვენება გასაჯაროვდეს.
მისივე  განმარტებით,  მასალის სრულად გასაჯაროების შემდეგ გაეცემა პასუხები იმ კითხვებს, რომელიც დარჩა. კერძოდ, თუ რატომ ახსენებს დეკანოზი მამალაძე ჩანაწერებში შორენას და რას გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ მარილზეა გასაშვები.
”საერთო პოზიცია გვაქვს, რომ გასაჯაროვდეს თავიდან-ბოლომდე აუდიო-ვიდეო მასალა, რათა კითხვებს, რაც დარჩა, გაეცეს პასუხი. ეს დაადასტურებს იმას, თუ რატომ საუბრობს, რომ შორენა დასაბრედია და მარილზეა გასაშვები. რას გულისხმობდა ამ გამონათქვამებში და რამდენად იყო ზოგადად საუბარი ამ თემაზე”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მისივე თქმით, დაცვის მხარემ დღეს განიხილა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ აპირებენ საქმის წარმართვას სამომავლოდ.
”გავიარეთ საქმის მასალები და მტკიცებულებები. ერთობლივად ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე, რასაც ჩვენ პარალელურად ვაპირებთ. მე მას ვუთანხმებ ყველა ნაბიჯს, თუმცა ამ გეგმებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები