ადვოკატი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის ოქმის გამოქვეყნებას ითხოვს -პასუხი გაეცეს ყველა კითხვას

ადვოკატი გიორგი ფანცულაია ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის 33-ფურცლიანი დაკითხვის ოქმის გამოქვეყნებას ითხოვს. ამასთან, ადვოკატი მოითხოვს, საგამოძიებო უწყებამ გასააჯაროოს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, რადგან პასუხი გაეცეს ყველა კითხვას.
” მამა გიორგი მამალაძემ როდესაც ჩვენება მისცა, იყო დასმული კითხვა, თუ ვის გულისხმობდა აუდიოჩანაწერში, როდესაც ამბობდა ტკბილეულს არ ჭამსო, რაზეც პასუხი გაეცა. ასევე, დაკითხვის დროს, შეკითხვა იყო დასმული, თუ ვისზე საუბრობდა ის მრავლობითში. მე მოვითხოვ, რომ ან გამოძიებამ გაასაჯაროოს მამა გიორგი მამალაძის 33-ფურცლიანი ჩვენება, ან მე მომცენ ამის უფლება. თუმცა, ახლა ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ”, – განაცხადა ფანცულაიამ.
მისივე განმარტებით, ბრალდებულის დაკითხვა, რომელიც 13 მარტს, 10:00 საათიდან გაგრძელდება საკმაოდ მოცულობითი იქნება და მისი ვარაუდით, მთელი დღე გაგრძელდება. მისივე თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიების კითხვებს სრულად უპასუხებს.
”მამა გიორგი მამალაძემ, პირველი დაკითხვის დროს, უშუალოდ მის მიმართ წაყენებულ ბრალზე ისაუბრა და ყველა კითხვას გასცა პასუხი. დამატებითი კითხვები დარჩენილია ისეთ თემებზე, თუ რატომ აღმოჩნდა მამა გიორგი მამალაძე ამ მდგომარეობაში და რატომ დაუპირისპირდა მას სისტემა”, – განაცხადა ადვოკატმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მხოლოდ მისი ორი უფლებადამცველი გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე არიან შესულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები