დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა ორშაბათს დაკითხავს

მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცესს მთავარი პროკურატურა 13 მარტს განაახლებს.
დეკანოზს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები საკანში 10:00 საათისთვის ესტუმრებიან. ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაკავებული დეკანოზის ადვოკატებს პროკურატურამ დღეს მიაწოდა. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის განახლებაზე თანხმობა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურამ მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები