მარტვილში ყაჩაღებმა მოხუცი წამებით მოკლეს და 200 დოლარი გაიტაცეს

სამეგრელოში მომხდარი ყაჩაღობა მკვლელობით დასრულდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დებს, რომლებიც სახლში მარტო ცხოვრობდნენ, შეიარაღებული ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფული მოსთხოვეს.
თავდამსხმელებმა სახლიდან 200 აშშ დოლარი წაიღეს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მოხუცი დები გაკოჭეს. წამების შედეგად, ერთ-ერთმა დამ ძალადობას ვერ გაუძლო და დაიღუპა, მას ცეცხლსასროლი და ცივი იარაღიდან მიღებული ჭრილობა არ აღენიშნება.
რაც შეეხება, გარდაცვლილის დას, იგი სხეულის დაზიანებებით მარტვილის საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სავარაუდოდ, მოხუცი დები პენსიას ინახავდნენ და თავდამსხმელები ამ ინფორმაციას ფლობდნენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ანგარებით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები