დიდ დიღომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია

დიდ დიღომში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა დადგენილია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მის დასაკავებლად,  ინტენსიური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.
გამოძიება 108-ე ( განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს.
„პიროვნება დადგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად, გამოძიება 108- მუხლით მიმდინარეობს“, -აცხადებენ შსს-ში.
დიდ დიღომში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე, სროლის შედეგად, შუახნის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “ლანცეტში” გადაიყვანა, სადაც მამაკაცი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები