N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სოფო ბედიამ დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას დღეს მომღერალი სოფო ბედია ესტუმრა და ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე კონცერტით მიულოცა.
ღონისძიებაზე მომღერალმა ქართული და მსოფლიო ჰიტები შეასრულა. როგორც სოფო ბედიამ აღნიშნა, ქალ მსჯავრდებულებს განსაკუთრებით სჭირდებათ გვერდში დგომა და გამხნევება, ამასთან, მან სამინისტროს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა დაწესებულებაში კონცერტის ჩატარების შესაძლებლობისთვის.
„ძალიან დიდი ხანია ამ დღისთვის ვემზადები, რადგან ვიცოდი, რომ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს უნდა შევხვედროდი. ჩემთვის დიდი პატივია მათთან ერთად ყოფნა, მათთვის სიმღერა. თითოეულ მათგანს, მთელ საქართველოს ვულოცავ დედის დღეს, უამრავი დადებითი ემოცია მივიღე და ვიმედოვნებ მომავალში ხშირად შევხვდებით ერთმანეთს,“ – განაცხადა მუსიკოსმა.
კონცერტის დასასრულს, ქალმა მსჯავრდებულებმაც თავის მხრივ რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი სოფო ბედიამ მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების კუთხე, დაწესებულებაში მოქმედი სამლოცველო, სილამაზის სალონი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები