დავით ზალკალიანმა თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებზე სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებზე სახელმწიფო მინისტრ ბარონესა ჯოის ანელეისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, აღინიშნა აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის პროცესი. ბრიტანულმა მხარემ უარყოფითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს ფაქტი უარყოფითად აისახება ადგილობრივ მცხოვრებლებზე.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ასევე გამართა შეხვედრები საგარეო და თანამეგობრობის ოფისის პოლიტიკურ დირექტორთან, კრისტიან ტერნერთან და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დეპარტამენტის დირექტორთან, რობ ფენთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები