პრეზიდენტი: რეიტინგული მედიისთვის სირთულეების შექმნა პოლიტიკური პრობლემაა

“არ გავაკეთებ არავითარ განცხადებას, არც სასამართლოს შემადგენლობაზე, არც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მიერ ,,რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხელისუფლების დაყოფის პრინციპი სწორედ იმას გულისხმობს, რომ პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს სასამართლო პროცესებში.
„მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლების დაყოფა და დიფერენციაცია სწორედ იმას ეხება, რომ არ უნდა მოხდეს ჩემი ჩარევა სასამართლო პროცესში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ სამწუხაროდ, ამ სასამართლო პროცესს თან ახლდა ძალიან მძიმე პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც ჩვენ არა კულუარულად (მე არასდროს არ ვაკეთებ განცხადებას კულუარულ ინფორმაციასთან დაკავშირებით), არამედ ღია ეთერით გვესმოდა ძალიან მძიმე შეფასებები პოლიტიკოსებისა და პოლიტიკოსების ჩარევა, ღიად, განცხადებების ფორმით ამ პროცესის მიმდინარე დეტალებზე. შესაბამისად, არ გავაკეთებ არავითარ განცხადებას, არც სასამართლოს შემადგენლობაზე, არც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მოგახსენებთ პოლიტიკურ ნაწილს ამ პროცესისას: ქვეყანაში დამოუკიდებელი და კრიტიკული, თანაც ასეთი რეიტინგული მედიისთვის სირთულეების შექმნა ეს არის პოლიტიკური პრობლემა, დანარჩენი საკითხები სასამართლო დავის თემაა“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები